Accentnews.ge
სასამართლომ რურუა დამნაშავედ სცნო

სასამართლომ რურუა დამნაშავედ სცნო

30/07/2020 07:10:16 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და თავისუფლების ოთხი წლის ვადით აღკვეთა განუსაზღვრა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, სხვა მოლოდინი ვალერიან ბუგიანიშვილის [საქმის მოსამართლე] მიმართ არც გვქონდა. გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, რომ არც სააპელაციო სასამართლოს მიმართ გვაქვს ნდობა და ველით, რომ იქაც ბიძინა ივანიშვილის ["ქართული ოცნების" თავმჯდომარე] მოსამართლეები შეგვხვდებიან.

რურუაც ელოდა ამ გადაწყვეტილებას და ღიმილით შეხვდა, რადგან იცოდა, რომ ის ერთი დღით არ იყო დაკავებული და ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა იმისთვის, რომ იყო მათი ოპონენტი და ანტისაოკუპაციო აქციების ერთ–ერთი მხარდამჭერი“,– განაცხადა რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“.

რურუას გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მაღალჩინოსნებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S