Accentnews.ge
ახალგორის ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობაზე აღადგინეს

ახალგორის ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობაზე აღადგინეს

30/07/2020 07:55:42 კონფლიქტები

ახალგორის ოკუპირებული რაიონის #1 ქართული საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ფატიმა პარასტაევამ მიიღო.

ამასთან, ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, განათლების დე ფაქტო განყოფილებას დირექტორისთვის იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი რუბლის გადახდა დაევალა.

ამირანაშვილი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 3 თებერვალს, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან უარი განაცხადა, სკოლაში წეროვანიდან გადასული ბავშვები გაერიცხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S