Accentnews.ge
უგულავა: "ეს არა სასამართლო, არამედ „ჩმორების“ და მონსტრების კორპორაციაა"

უგულავა: "ეს არა სასამართლო, არამედ „ჩმორების“ და მონსტრების კორპორაციაა"

30/07/2020 08:00:18 სამართალი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლისას ერთადერთი რამ ჰქონდა გასაკეთებელი – გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება, ბიძინა ივანიშვილმა კი სასამართლო „თავის ყმა მოსამართლეს ჩაუგდო ხელში“. ამის შესახებ უგულავამ სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუასთვის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს სასამართლო არის "ჩმორების და მონსტრების კორპორაციად ჩამოყალიბდა", რომლებიც არჩევნების შემდეგ დატოვებენ სისტემას.

როგორც უგულავამ აღნიშნა, „პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ესენი [მოსამართლეები] რჩებიან და ძლიერდებიან და თუ დროზე არ მივხედეთ, სახელმწიფოს წაიყოლებენ“

„ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ მოსამართლისგან მოვისმინეთ, 2019 წლის 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როდესაც გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს. ეს სასამართლო არ არის. ეს არის მონსტრების კორპორაცია. მთლიანი სასამართლო ივანიშვილმა ხელში ჩაუგდო თავის ყმას - მურუსიძეს.

აბსოლუტურად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა გამოძიების მიმართ. ჩვენ დღეს საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო ცარიელი კედლებია, სადაც მოკალათებულები არიან ჩმორი მოსამართლეები. ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია. ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი.

ჩვენი გეგმა არის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხება. ჩვენი ქვეყანა სოლოლაკის სასახლიდან აყროლდა, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში, მანამდე სამართალს ჩვეულებრივი ადამიანი ამ ქვეყანაში ვერ იპოვნის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S