Accentnews.ge
როდის განახლდება სასწავლო პროცესი – ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

როდის განახლდება სასწავლო პროცესი – ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

30/07/2020 08:19:16 საზოგადოება

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ, განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული“.

„მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება:

„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებს და სკოლებში“.

ცნობისთვის: 30 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1160 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 935 პირი განიკურნა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა. სადღეისოდ ქვეყანაში 246 აქტიური შემთხვევაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S