Accentnews.ge
გახარიას თქმით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მილიონ ლარამდე დასჭირდება

გახარიას თქმით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას 50 მილიონ ლარამდე დასჭირდება

30/07/2020 11:02:34 რეგიონები

პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას დაახლოებით, 50 მილიონ ლარამდე დასჭირდება.

ამასთან, როგორც გახარიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ განუცხადა, სულ მცირე, ერთი თვე დასჭირდება რამდენიმე სოფლის გზის აღდგენას, ხოლო ელექტრომომარაგების – ერთი კვირა.

„პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები დამატებით საჭიროებს დაახლოებით, 30 მილიონ ლარს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, დასჭირდეს 50 მილიონ ლარამდე.

ღები, პატარა ღები, გოლოვო და შოვი – ეს ის სოფლებია, სადაც სამწუხაროდ, დაახლოებით, ერთი თვე მოგვიწევს მუშაობა. თუმცა, გვპირდებიან, რომ კარგი ამინდის პირობებში, ელექტროენერგია აღვადგენთ ერთ კვირაში, ათ დღეში. მოხდება სოფლების მომარაგება და არანაირი პრობლემა არ იქნება, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა გახარიამ.

მედიის წარმომადგენლებმა პრემიერს კონგრესმენების განცხადების შესახებ ჰკითხეს ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

„მაცადეთ ახლა, ჩემთვის ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები, მაცადეთ. სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, მაცადეთ. სტიქიაა, მადლობა ღმერთს, გადავრჩით”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S