ირაკლი ქარსელაძე: “ჩატარებული სამუშაოების შედეგად უკვე 4 სოფელს ონიდან უწერამდე აღუდგა საავტომობილო მიმოსვლა”

30-07-2020 17:05:50 რეგიონები ,რეკლამა

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი სტიქიის ზონაში მეორე დღეა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს ადგილზე უცევენ კოორდინაციას.

ამ დროისათვის ორი დაზიანებული მონაკვეთისათვის უკვე მოწყობილია შემოვლითი გზები, რამაც მისცა მძიმე ტექნიკას გადასულიყო შემდეგი დაზიებული მონაკვეთებისკენ. დღეს უკვე 10 იდენტიფიცირებულ ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს როგორც შემოვლითი გზების მოწყობა, ასევე ნაპირდაცვა, ხიდებთან მისასვლების მოწყობა და შესაბამისი ქვაყრილით ვაკისი მოწყობა, იმისათვის რომ ყველაზე გამომწვევ 127-ე კილომეტრზე რომ მოხდეს განვლადობის აღდგენა. ჩატარებული სამუშაოების შედეგათ უკვე 4 სოფელს ონიდან უწერამდე აღუდგა განვლადობა.

„მთლიანობაში სტიქია ძალიან მასშტაბურია, რეალურად 2კმ-ზე მეტი არის ის ჩაწყვეტილი მონაკვეთების ჯამური სიგრზე, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს სრული ფრონტის სამუშაოების წარმართვას, ვინაიდან კონკრეტული მონაკვეთების გადალახვის შემდეგ ვახერხებთ გადასვლას. 15 ლოკაციიდან 10-ზე მიმდინარეობს სამუშაოები სადაც ფიზიკურად მისვლა არის შესაძლებელიდა როდესაც 127-ე კმ აღდგება იმის იქეთ არის კიდევ დაახლოებით 5 მონაკვეტი ასევე ძალიან მწვავე და გაგრძელდება ამ მონაკვეთებზე სამუშაოები“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები: საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები სტიიქიის ზონაში არიან მობილიზებულები და მუშაობენ როგორც საპროექტო გადაწყვეტილებებზე, ისე შემდგომი პრევენციის და გზების აღდგენის გეგმაზე.

სპეციალისტები ასევე ადგილზე უწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში აუცილებელი სამუშაოები და აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები