
პირმა სასმლის „ნისიად“ არმიცემის გამო მაღაზიის მეპატრონეები ცემა
30/07/2020 15:24:37 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში დააკავა პირი, რომელმაც თბილისში, მუხიანში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში „ნისიად“ ალკოჰოლური სასმლის მიცემა მოითხოვა, უარის შემდეგ კი მაღაზიის მეპატრონესა და მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.