Accentnews.ge
ჟონეთთან და ნაკიეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჟონეთთან და ნაკიეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

30/07/2020 15:39:44 რეგიონები, რეკლამა

სოფელ ჟონეთთან და სოფელ ნაკიეთთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის საწინააღმდეგო სამუშაობის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ17 მონაკვეთზე (სოფ.ჟონეთი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ118 მონაკვეთზე (სოფ. ნაკიეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია კმ127-მდე, ხოლო კმ127-კმ141 მონაკვეთზე (უწერა-შოვი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და სამუშაოები გრძელდება.

ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ127 მონაკვეთზე (ჭომა-უწერა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S