Accentnews.ge
ზვიად ფოჩხუა: "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას რუსული მენეჯმენტი მართავს"

ზვიად ფოჩხუა: "ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას რუსული მენეჯმენტი მართავს"

25/07/2020 05:44:14 კონფლიქტები

"ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას რუსული მენეჯმენტი მართავს, სწორედ ამიტომაც გამოჩნდა მათ ვებ–გვერდზე აფხაზეთი როგორც "დამოუკიდებელი რესპუბლიკა”, – ამის შესახებ IFJ-ს წევრი ორგანიზაციის “დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის” პრეზიდენტმა ზვიად ფოჩხუამ "რადიო ჰერეთს" განუცხადა და გაახმოვანა იმ წერილის შინაარსი, რომელიც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტისგან იუონეს მჯაჰედისგან მიიღო.

ზვიად ფოჩხუა აღნიშნავს, რომ ფედერაციის მაროკოელი პრეზიდენტი რუსული გავლენების ქვეშ მოიქცა და ეს მისთვის როგორც პროფესიონალისთვის კარიერის დასასრულია.

იგი არ გამორიცხავს, რომ “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” საქართველოსთან ერთად ევროპის წამყვანი ქვეყნების ჟურნალისტთა კავშირებმა და ჟურნალისტებმაც დატოვონ და დაიშალოს კიდეც. "სწორედ ესაა რუსეთის მიზანიც", – აღნიშნავს ზვიად ფოჩხუა.

ზვიად ფოჩხუა აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ფედერაციაზე რუსეთი რამდენიმე წელია ფულადი დახმარების სანაცვლოდ გავლენების მოპოვებას ცდილობდა. მას მოლოდინი აქვს, რომ დიპლომატიური მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკება ევროკავშირის წარმომადგენლობასთანაც აწარმოებს.

IFJ -მ (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ) ჟურნალისტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა და გავლენიანმა გაერთიანებამ, ოკუპირებული აფხაზეთი, როგორც "დამოუკიდებელი სახელმწიფო", წევრი ქვეყნების სიაში შეიყვანა და ინფორმაცია ამის შესახებ თავის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განათავსა.

IFJ-ი 20-იან წლებში დაარსდა და მჭიდრო კავშირი აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. აერთიანებს არაერთ ჟურნალისტთა კავშირს და მსოფლიოს 300 000 – ზე მეტ ჟურნალისტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S