
პრეზიდენტმა პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა
31/07/2020 07:32:30 სამართალი
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა. ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეზე 30 ივლისს გამოქვეყნდა და ძალაში ამოქმედებისთანავე შევიდა.
"საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი — წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან", — აღნიშნულია ბრძანებულების დანართში.
პრეზიდენტის დროშა ასე გამოიყურება: