Accentnews.ge
ბოლო ექვს თვეში დაკარგული 60–მდე ადამიანიდან 20–ს ისევ ეძებენ

ბოლო ექვს თვეში დაკარგული 60–მდე ადამიანიდან 20–ს ისევ ეძებენ

31/07/2020 08:28:02 სამართალი

2020 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით, საქართველოში ჯამში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 34–ის პოვნა პოლიციამ მოახერხა, 20 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

რაც შეეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სტატისტიკას ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაკარგულ 54 ადამიანს შორის 18 წლამდე ასაკის 13 პირი იყო. აღნიშნული 13 არასრულწლოვნიდან 10 ნაპოვნია და 3-ის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

იანვარიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში 18-დან 24 წლამდე ასაკის 5 ადამიანი დაიკარგა, მათგან 2 ცოცხალი იპოვეს, ორი – გარდაცვლილი, ხოლო ერთი ამ დრომდე არ უპოვიათ.

დაკარგული 54 ადამიანიდან 25-დან 45 წლამდე ასაკის 16 ადამიანი იყო, მათგან 8 იპოვეს, მათ შორის ერთი გარდაცვლილი.

54 დაკარგულიდან 46-დან 60 წლამდე ასაკის 12 ადამიანი იყო, 5 იპოვეს, მათგან 2 გარდაცვლილი იყო.

მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 54 ადამიანიდან 60 წლამდე და უფროსი ასაკის 8 ადამიანი იყო, მათგან ერთი ცოცხალი იპოვეს, სამი - გარდაცვლილი, 4-ის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგულ პირთა უმრავლესობა, 51% საქართველოს მოქალაქეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S