აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და სტუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

31-07-2020 13:02:08 კონფლიქტები ,რეკლამა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მემორანდუმს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა მოაწერეს ხელი.

„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და მასში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები