ჰონგ–კონგში საპარლამენტო არჩევნები გადადეს

31-07-2020 14:50:08 მსოფლიო

ჰონგ–კონგში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ერთი წლით გადადეს,–ამის შესახებ გაცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა კერი ლამმა გააკეთა.

ჰონგ–კონგის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები 6 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც ლამმა განაცხადა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო კენჭისყრა გადაიდო. ჰონგ–კონგის მთავრობის მეთაურმა ამ გადაწყვეტილებას „უკიდურესად რთული“ უწოდა.

30 ივლისს ჰონგ–კონგში კორონავირუსის 149 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები