
"ვიმედოვნებთ, ბელარუსი რუსეთის უსაფუძვლოდ დაკავებულ მოქალაქეებს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებს"
31/07/2020 11:57:03 მსოფლიო
კრემლი იმედოვნებს, რომ ბელარუსი რუსეთის დაკავებულ 33 მოქალაქეს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებს.
"ეს ხალხი ბელარუსის გავლით მიდიოდა სხვა ქვეყანაში. რუსეთის მოქალაქეების უსაფუძვლო დაკავება, მოკავშირეების ურთიერთობებს არ შეესაბამება. ვიმედოვნებთ, ჩვენი ბელარუსელი კოლეგები საქმის ვითარებაში უახლოეს მომავალში გაერკვევიან და დაკავებულებს გაათავისუფლებენ", – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
29 ივლისს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მონაწილეობით უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მისმა მდივანმა ანდრეი რავკოვმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულები სავარაუდოდ, რუსეთის არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირება "ვაგნერის" "ბოევიკები" არიან, რომლებიც კრემლმა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის, მათ შორის ტერაქტების მოწყობის მიზნით შეაგზავნა.