
აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ფარები წაართვეს – არიან დაშავებულები
20/06/2019 18:03:29 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტთან აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მოქალაქეებმა პოლიციელებს ფარები წაართვეს, ესვრიან ქვებს და ბოთლებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ეზოში შეღწევა სცადეს.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.