
ლარი ისევ გაუფასურდა
31/07/2020 12:53:52 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0721 ლარი იქნება, ევროსი – 3.6420 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 4.0343 ლარი, ხოლო თურქული ლირის – 0.4405 ლარი.
31 ივლისს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0719 ლარი იყო, ევროსი – 3.6086 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგის – 3.9944 ლარი, ხოლო თურქული ლირის – 0.4399 ლარი.