
ევროპის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში რეკორდულად შემცირდა, ყველაზე მეტად ესპანეთი დაზარალდა
31/07/2020 13:26:19 მსოფლიო, ეკონომიკა
ევროპის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 11.9%-ით შემცირდა, რაც ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნის ისტორიული მაჩვენებელია.
პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო ევროზონის ქვეყნებმა წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის მკვეთრი შემცირება განიცადეს, მაგრამ ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალებული ესპანეთი აღმოჩნდა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2020 წლის მეორე კვარტალში 18.5%-ით შემცირდა. მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს, სადაც საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 13.8%–ით შემცირდა. მესამე ადგილზე იტალიაა, სადაც ხსენებულ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 12.4%–ით შემცირდა. რაც შეეხება გერმანიას, რომელიც ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკაა, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 10.1%–ით არის შემცირებული.