Accentnews.ge
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვეს

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვეს

31/07/2020 14:32:49 სამართალი

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6–ვე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე არასრულწლოვნებისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებას ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, სახელმწიფო ბრალდება – პატიმრობის დატოვებას საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სრულწოვნების წინასასამართლო სხდომისთვის კი გამოძიებამ დამატებითი დრო ითხოვა. მანამდე კიდევ ერთი სასამართლო პროცესი 27 ივლისს გაიმართა, სადაც 11 სრულწლოვან პირს პატიმრობა შეეფარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S