Accentnews.ge
პრეზიდენტმა ბორჯომის პარკის ხანძრისას დაღუპულ თანამშრომელს ღირსების ორდენი მიანიჭა

პრეზიდენტმა ბორჯომის პარკის ხანძრისას დაღუპულ თანამშრომელს ღირსების ორდენი მიანიჭა

31/07/2020 15:21:13 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 2018 ხანძრის ლიკვიდაციის დროს დაღუპულ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომელს ღირსების ორდენი მიანიჭა.

ივანე კუპრაძეს ღირსების ორდენი გადაეცა 2018 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში აქტიური მონაწილეობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენი ორბელიანების სასახლეში ივანე კუპრაძის ცოლს ნათია მულაძეს გადასცა და ხაზგასმით აღნიშნა ივანე კუპრაძის ღვაწლი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა, ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით გამოირჩეოდა და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S