რუსულმა Su-27-მა ამერიკულ ЕР-3Е–ს შავი ზღვის თავზე გზა გადაუჭრა

31-07-2020 21:38:56 მსოფლიო

შავი ზღვის თავზე, რუსულმა Su-27-მა ამერიკული საზღვაო-საჰაერო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავს EP-3E გზა გადაუჭრა, – იუწყება "რია ნოვოსტი" რუსული ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

"2020 წლის 31 ივლისს, რუსული საჰაერო სივრცის კონტროლის საშუალებებმა შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე დააფიქსირა საჰაერო სამიზნე, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს უახლოვდებოდა. სამიზნისთვის გზის გადაჭრის მიზნით, სამხრეთის სამხედრო ოლქის საჰაერო თავდაცვის ძალების კუთვნილი გამანადგურებელი, Su-27 ჰაერში გაიგზავნა. რუსული გამანადგურებლის ეკიპაჟი საჰაერო ობიექტს უსაფრთხო მანძილზე მიუახლოვდა და მისი იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც აშშ-ს საზღვაო ძალების რადიო-ტექნიკური სადაზვერვო თვითმფრინავი, EP-3E. მას შემდეგ, რაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრიდან გატრიალდა, რუსული გამანადგურებელი ბაზაში უსაფრთხოდ დაბრუნდა. ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი არ დაურღვევია", - იუწყება გამოცემა თავდაცვის კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.