
"სიტყვა მოგვცეს, ყველაფერს დეტალურად, თავის დროზე გაგვაცნობენ და სწრაფად გამოიძიებენ"
31/07/2020 19:00:53 სამართალი
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, დაპირება მიიღეს, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებენ.
„როგორც სიტყვა მოგვცეს, ყველაფერს დეტალურად, თავის დროზე გაგვაცნობენ და სწრაფად გამოიძიებენ. დღეს ისეთს არაფრს გავეცანით. ყველაფერი აინტერესებდათ, ჩვენ რა ვიცით. მოვუყევით, დანარჩენს დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება“, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.