Accentnews.ge
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: "22 აგვისტომდე კორონავირუსი ქვეყანაში 173 000–ზე მეტ ადამიანს იმსხვერპლებს"

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: "22 აგვისტომდე კორონავირუსი ქვეყანაში 173 000–ზე მეტ ადამიანს იმსხვერპლებს"

31/07/2020 19:29:43 მსოფლიო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) პროგნოზით, 15 აგვისტომდე კორონავირუსი ქვეყანაში 173 000–ზე მეტ ადამიანს იმსხვერპლებს. შესაბამისი ინფორმაცია CDC–მ დღეს გაავრცელა.

აშშ–ში Covid-19-ით ყოველ ნახევარ საათში 2600–ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, რაც მსოფლიოში დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში Covid-19–ის პირველი შემთხვევა 21 იანვარს დადასტურდა და ვირუსი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ პირველი შემთხვევის დაფიქსირებდან 98 დღეში აშშ–ში უკვე 1 მილიონი კოვიდ–ინფიცირებული იყო. კიდევ 43 დღეში – 2 მილიონი და კიდევ 27 დღის შემდეგ – 3 მილიონი.

აშშ Covid-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 152 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 4 500 000–ზე მეტი შემთხვევა.

მსოფლიოში COVID-19–მა 677 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 492 000–ს გადააჭარბა, 10 955 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1168-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 940 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S