
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა
31/07/2020 19:36:53 მსოფლიო
ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღე– ღამის განმავლობაში დაავადებით 292 527 ადამიანი დაინფიცირდა.
მსოფლიოში COVID-19–მა 677 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 17 492 000–ს გადააჭარბა, 10 955 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1168-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 940 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ, ხოლო მეორეზე ბრაზილიაა.