Accentnews.ge
"ტვიტერში" ცნობილი ადამიანების გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის ბრალდებით ფლორიდელი თინეიჯერი დააკავეს

"ტვიტერში" ცნობილი ადამიანების გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის ბრალდებით ფლორიდელი თინეიჯერი დააკავეს

31/07/2020 20:03:57 მსოფლიო

"ტვიტერში" ცნობილი ადამიანების, მათშორის ბარაკ ობამას, ბილ გეიტსის და ილონ მასკის გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის ბრალდებით ფლორიდელი თინეიჯერი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ჰაკერული თავდასხმა 16 ივლისს განხორციელდა. კერძოდ, სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც ცნობილი ადამიანები კრიპტოვალუტის მეშვეობით შემოწირულობას ითხოვდნენ, სანაცვლოდ კი გადარიცხული თანხის გაორმაგებულ რაოდენობას ჰპირდებოდნენ. ინფორმაცია მისი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.

სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა. იქამდე კი კიბერდანაშაულებების თავიდან ასაცილებლად „ტვიტერმა“ უსაფრთხოების არაერთი ზომა გაატარა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S