ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას ჭარბობს

01-08-2020 10:51:42 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი და ჯამში COVI-19-ისგან განკურნებულთა რაოდენობა 947-ს გაუტოლდა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში 6588 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.

ქვეყანაში კორონავირუსს ჯამში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები