საზღვაო სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს

02-08-2020 00:13:52 საზოგადოება

საზღვაო სეზონის გახსნიდან დღემდე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, 21 პირი - 4 ბალიანი შტორმის დროს. სტატისტიკას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს.

გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვიც იპოვნეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და არ შევიდნენ ზღვაში შტორმის დროს.

"არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე და არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ", - წერია უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები