ზედიზედ მეორე დღეა, საქართველოში COVID-19-ის დღიურ მაჩვენებელში ინფიცირებულთა რაოდენობას გამოჯანმრელებულების აჭარბებს
02/08/2020 07:39:46 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი და ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 955-ს გაუტოლდა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში 6969 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285.
საქართველოში კორონავირუსს ჯამში 17 პაციენტი ესხვეპლა.


