Accentnews.ge
ახალი პაციენტებიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

ახალი პაციენტებიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

02/08/2020 08:08:06 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული ექვსი შემთხვევიდან ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი კი იმპორტირებული შემთხვევაა.

ამასთან, როგორც გამყრელიძე აცხადებს, ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა რვა პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S