"შაქარაშვილის საქმეში დამატებით ორი ექსპერტი ჩაერთვება"

02-08-2020 15:03:49 ადამიანი და კანონი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დამატებით ორი ექსპერტი ჩაერთვება. ამის შესახებ დაღუპულის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რამდენიმე კითხვაა დასმული დამატებითი ექსპერტიზის წინაშე. ყველა კითხვები არის ანალიტიკური, რომლებიც ითხოვს გარემო-ვითარებიდან გამომდინარე ბევრი ნიუანსის ზედაპირზე წამოწევას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ, როდესაც საკითხია დასმული გიორგის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ამას მოჰყვა თუ არა ბავშვისთვის გონების დაკარგვა და შეეძლო თუ არა შემდგომი ქმედებების განხორციელებ?! ნევროლოგზე და ნეიროქირურგზეა კიდევ საუბარი, თუ არ ვცდები", - განაცხადა ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია ბრალდებული. ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 16 ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ერთი ბრალდებული კი, რომელიც მცხეთის აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ამბობს, რომ ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები