Accentnews.ge
თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

02/08/2020 11:50:08 სამართალი

თბილისში პარლამენტის ყოფილი დეპუტატის გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს.

ყოფილი დეპუტატის თქმით, მისი შვილიშვილი რამდენიმე მეგობართან ერთად შინ იყო, როდესაც თავდამსხმელმა იქ მყოფ ერთ-ერთ ნაცნობს დაურეკა, მათთან მყოფი ქალი მოიკითხა, შემდეგ სახლში მივიდა და მის შვილიშვილს თავს დაესხა.

"ჩემთვის უცნობი პირია, სამ საათზე ამოვიდა ჩვენთან სახლში სამი ბიჭი და 1 გოგო, მეგობრის ნათესავი. ამოვარდა ეს ბიჭი, არ ვიცი, რა აინტერესებდა, დილის 5 საათი იყო, ეცა ჩემს შვილიშვილს, დაარტყა დანა, 4-ჯერ დაარტყა, ძალიან ღრმა ჭრილობა აქვს და ახლა წევს საავადმყოფოში, გონზე არ არის მოსული. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია", - აცხადებს თოფაძე "ფორმულასთან" საუბრისას.

საქმის სხვა დეტალები და თავდასხმის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S