Accentnews.ge
ესპანეთში ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთში ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს

02/08/2020 12:13:53 სამართალი

ესპანეთში, ვალენსიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ქართველი გოგო, რომელიც 3 თვის ორსული იყო, პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულო სამსახურისთვის ფაქტის შესახებ ცნობილია და ისინი გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ყოველდღიურ კონტაქტში იმყოფებიან. ამჟამად ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომლის დასრულების შემდეგ, მისი გადმოსვენება განხორციელდება.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S