Accentnews.ge
თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ყოფილი პრემიერის ვაჟი დააკავეს

თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ყოფილი პრემიერის ვაჟი დააკავეს

02/08/2020 13:25:41 სამართალი

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს თავს სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია დაესხა.

ამასთან, ჭრილობა თავად ბუსა ჟვანიასაც აქვს მიღებული.

"ფორმულას" ცნობით, ის ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ბუსა ჟვანია დაკავებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს დაესხნენ. თავად თოფაძის ინფორმაციით, მის შვილიშვილს 4 ჭრილობა მიაყენეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S