Accentnews.ge
ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

03/08/2020 04:44:59 სამართალი

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჟურნალისტი უწყებაში დღეს, 3 აგვისტოს,11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

მისი გამოკითხვა, "შაბათის ფორმულას" ეთერში 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს უკავშირდება. კერძოდ, "შაბათის ფორმულამ" საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ტყეში, საკუთარ მანქანაში იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო, თუმცა შემდეგ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. საქმეს ამჟამად ცენტრალურიი კრიმინალური პოლიცია იძიებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S