Accentnews.ge
ზედიზედ მესამე დღეა, საქართველოს დღიურ მაჩვენებლებში COVID-19–ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას აჭარბებს

ზედიზედ მესამე დღეა, საქართველოს დღიურ მაჩვენებლებში COVID-19–ისგან განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას აჭარბებს

03/08/2020 05:59:42 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,– ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამრიგად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურებული.

ორი ახალი პაცენტიდან ერთს ვირუსი ზუგდიდში დაუფიქსირდა.

განახლებული მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი და ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 959-ს გაუტოლდა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში რჩება 6919 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251.

საქართველოში კორონავირუსს ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 17 პაციენტი ესხვეპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S