Accentnews.ge
მსოფლიო მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

მსოფლიო მედია თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

20/06/2019 18:37:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მსოფლიო მედია თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. 

როგორც სააგენტო „ფრანს–პრესი“ წერს, დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ,  შენობის შტურმით აღებას ცდილობენ. 

თბილისში მიმდინარე მოვლენებს პირადპირ ეთერში აშუქებენ რუსული, ამერიკული და ბრიტანული მედიასაშუალებები. 

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.  მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ და სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს. დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროდან გამოსულ რუს დეპუტატებსაც. რუსმა დეპუტატებმა საქართელოს ვადაზე ადრე, ცოტა ხნის წინ  დატოვეს. 

ამჟამად პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით "სირცხვილია" მიმდინარეობს. დემონსტრანტები სუს–ის ხელმძღვანელის, შს მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S