Accentnews.ge
რომელი პროდუქტი გაუძვირდა მომხმარებელს – საქსტატის მონაცემები

რომელი პროდუქტი გაუძვირდა მომხმარებელს – საქსტატის მონაცემები

03/08/2020 07:23:27 ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 32%-ით, რძის პროდუქტები 14.6%-ით, ხორცპროდუქტები 11.5%-ით, პური და პურპროდუქტები კი 9.4%-ით გაძვირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5%–ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (32%), ყავა, ჩაი და კაკაო (17.4%), რძე, ყველი და კვერცხი (14.6%), თევზეული (14.3%), ზეთი და ცხიმი (12.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2%), პური და პურპროდუქტები (9.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.1%);

ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9%–იანი მატება. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9%).

ტრანსპორტის ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 9.3%–ით. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-7.1%).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S