Accentnews.ge
“მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს”

“მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს”

20/06/2019 18:42:36 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს", - წერს სააკაშვილი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე. 

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეღწევას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S