სერბეთის პრეზიდენტი: "აზერბაიჯანს სომხეთზე 10–ჯერ მეტი შეიარაღება მივყიდეთ"

03-08-2020 13:02:20 კავკასია ,მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთმა ბოლო წლებში აზერბაიჯანს სომხეთზე ათჯერ მეტი შეიარაღება მიჰყიდა.

„აზერბაიჯანიც და სომხეთიც ჩვენი მეგობრები არიან. ბოლო წლებში აზერბაიჯანს ათჯერ მეტი იარაღი მივყიდეთ. სამხედრო მრეწველობაში დასაქმებულია 17 ათასი ადამიანი, რომელთაც სამუშაო ადგილები უნდა შეინარჩუნონ. ისმის კითხვა, მაშინ ვის უნდა მივყიდოთ შეიარაღება? ვისაც არ უნდა მივყიდოთ, ჩვენ მიანც გაგვაკრიტიკებენ“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდნეტმა.

ცნობისთვის: მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო დაპირისპირების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აერბეთმა შეირაღება მიაწოდა სომხეთს, რასაც ბაქოში არამეგობრული ნაბიჯი უწოდეს. ამავე ცნობის მიხედვით, შეიარაღება ერევანს აშშ–ის მიერ სანქცირებულმა კომპანიამ მიაწოდა, ხოლო ტვირთმა საქართველოზე გაიარა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები