Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის დედა: „იგნორს“ მიკეთებენ: „წიწილა“ მოკვდა და იმის დედაა, რა მოხადო“

ბაჩალიაშვილის დედა: „იგნორს“ მიკეთებენ: „წიწილა“ მოკვდა და იმის დედაა, რა მოხადო“

03/08/2020 10:03:45 სამართალი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას ვადას 5 აგვისტომდე აძლევს, შემდეგ კი ოფიციალურად განაცხადებს გამოძიების მიმართ უნდობლობის შესახებ.

ამასთან, ოჯახი პრემიერ–მინისტრთა შეხვედრას ითხოვს.

„იგნორს“ მიკეთებენ: წიწილა მოკვდა და იმის დედაა, რა მოხდა, ჩვეულებრივ მოკვდავთან რატომ უნდა მივიდეს – ალბათ ფიქრობს პრემიერი.კი ბატონო, თავის გადასაწყვეტია. დღეს ბოლო დღეა, ვითხოვ, რომ გამოიჩინოს კეთილი ნება და შემხვდეს, რომ კიდევ რაღაც ნდობის ფაქტორი გამოვუცხადო მას, რომ ჩემი შვილის საქმე ნამდვილად იქნება გამოძიებული“,– განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

23 წლის პროგრამისტი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეს ჯერ სამხარეო პოლიცია იძიებდა, შემდეგ კი გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა სამსახურმა გადაიბარა.

ძიება ორი – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკვლლობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S