Accentnews.ge
ადვოკატის ცნობით, „ლავასოღლი“ საქართველოში შესაძლოა, დღეს ჩამოიყვანონ

ადვოკატის ცნობით, „ლავასოღლი“ საქართველოში შესაძლოა, დღეს ჩამოიყვანონ

03/08/2020 10:38:41 სამართალი

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე „ლავასოღლი" ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთ,- იუწყება მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

მისი ინფორმაციით, მინდია გორაძე საქართველოში შესაძლოა, დღეს ჩამოიყვანონ.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ გორაძეს პოლიტიკაში ჩართვა არ სურს.

„2 წელიწადზე მეტი ჰყავდათ თურქეთში სრულიად უკანონოდ, მაგრამ არ ჩამოიყვანეს, გაუშვეს ბელარუსში, სადაც ასევე ვადები დაირღვა. ამ სახელმწიფომ გორაძის მიმართ ყველა კანონი დაარღვია და ამას ჩვენ სტრასბურგში აუცილებლად გავასაჩივრებთ.

რაც შეეხება დღევანდელობას, მინდიას არ უნდა, რომ ის პოლიტიკისთვის გამოიყენონ. ის არ არის პოლიტიკოსი და არც უნდა ამაში ჩართვა და მე, როგორც ადვოკატს, მაქვს ყველა უფლება მისგან, გავახმაურო მისი ეს პოზიცია“, - აღნიშნა კობაიძემ.

ცნობისთვის: ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ''ლავასოღლის'' 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ათვლა კი მისი დაკავების დღიდან დაიწყება.

თურქეთში დაკავების შემდეგ გორაძის ოჯახმა არაერთხელ გამართა აქცია, "ლავასოღლის" საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S