Accentnews.ge
"როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე უპრობლემოდ გადავდგები"

"როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე უპრობლემოდ გადავდგები"

20/06/2019 18:53:07 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ როგორც კი საჭიროება იქნება, მზადაა, გადადგეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. 

"აქ რაც ხდება, არის პოლიტიკური მოტივით მცდელობა, ქვეყანა მივიყვანოთ კატარსტროფისკენ. არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, ვინ იქნება ოპოზიციაში პოზიციაში.  

როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე უპრობლემოდ გადავდგები",– განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან პარლამენტთან მიმდინარე მოვლენები ტრადედიად შეაფასა. 

"ის რაც ახლა ხდება, არა სამწუხარო, არამედ ტრაგედიაა. მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, ზოგჯერ შესაძლოა, სამართლიანიც, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, თავდასხმა პარლამენტზე, პოლიციაზე, როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს, ამას ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯენა კანონის სრული სიმკაცრით",– განაცხადა გახარიამ.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, პოლიციელებს, რომლებიც მხოლოდ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ცდილობენ და პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ,მისცენ შესაძლებლობა, საკუთარი ფუნქცია შეასრულონ.   

"ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ, წყნარად დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ",– განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება საქართველოში შემოსულ რუს დეპუტატებს, როგორც შს მინისტრი ამბობს, ჯგუფს შორის შსს–მ ამოაგდო ორი დეპუტატი, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ ოკუპაციის შესახებ კანონი, ხოლო დანარჩენებს ეს კანონი დარღვეული არ ჰქონდათ. 

ამ განცხადების გაკეთებამდე გახარიასა და სალომე სამადაშვილს შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სამადაშვილმა გახარიას გადადგომა ურჩია.  


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S