Accentnews.ge
“მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ აყვნენ ჩვენს ავანტიურისტ პოლიტიკოსებს”

“მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ აყვნენ ჩვენს ავანტიურისტ პოლიტიკოსებს”

20/06/2019 18:54:32 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, "არ აყვნენ ჩვენი ავანტიურისტ პოლიტიკოსებს”

"ის, რასაც ვხედავთ აქციაზე, გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი პროტესტის ჩარჩოებს და შეიძინა ანტიკონსტიტუციური ხასიათი, ვაკვრდებით ძალისმიერი შტურმის გამოყენების მცდელობას საქართველოს პარლამენტზე. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ აყვნენ ჩვენი ქვეყნის ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ ძალადობის უნებლიე თანამონაწილეები”, – განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეღწევას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S