
"უგულავას ზუგდიდში გამარჯვების ისეთივე შანსები აქვს, როგორც ბოკერიას ფოთში და ნათელაშვილს ნაძალადევში, საბოლოო ჯამში ეს შანსები ნულის ტოლია"
03/08/2020 12:53:56 საშინაო პოლიტიკა
"უგულავას ზუგდიდში გამარჯვების ისეთივე შანსები აქვს, როგორც ბოკერიას ფოთში და ნათელაშვილს ნაძალადევში, საბოლოო ჯამში ეს შანსები ნულის ტოლია", - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა.
"ერთ რამეს უგულავა მართალს ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა დაამარცხა ისინი 2012 წელს და მას შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილი დაამარცხებს მათ დღესაც, ზუგდიდში, გორში, თბილისში და ყველგან, მთელს საქართველოში, ისევე დამაჯერებლად და თავისუფლად, როგორც ყველა წინა არჩევნებში, ამაში გასაკვირი არაფერია!", – წერს ქვარაია სოციალურ ქსელში.