
ლევან სამუშიამ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა
03/08/2020 13:29:44 საშინაო პოლიტიკა
ლევან სამუშიამ პარტია "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. ამის შესახებ სამუშია "ფეისბუქზე" წერს.
“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "თავისუფალი დემოკრატები". წარმატებას ვუსურვებ " თავისუფალ დემოკრატებს"! სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას "რუსული ოცნების" წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის“, - აცხადებს სამუშია.
სამუშიას თქმით, საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.