Accentnews.ge
თოფაძე – ჟვანიაზე: „ეს სპეციალურად გააკეთა, რომ გადარჩეს"

თოფაძე – ჟვანიაზე: „ეს სპეციალურად გააკეთა, რომ გადარჩეს"

03/08/2020 16:06:17 სამართალი

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ ბუსა ჟვანიამ გამოიგონა, თითქოს დაჭრილი იყო.

"ის კაცი, ვინც ეს [მისი შვილივილი დაჭრა] ჩაიდინა, ჯერ მოვარდა საავადმყოფოში დილის 9-ის ნახევარზე. შევარდა კლინიკაში, გაიკეთა რაღაც, ვითომ დაჭრილია, მერე საღამოს კიდე მოვიდა, ექიმიც მოიყვანა. კიდე დაწვა საავადმყოფოში და საავადმყოფოდან წაიყვანეს. სპეციალურად გააკეთა ეს, რომ გადარჩეს...ვერ გადარჩება!", - ამბობს თოფაძე.

რაც შეეხება მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ ლევან თოფაძე მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს:

"მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. ველაპარაკე რამდენიმე წუთი და მერე გამომიშვეს“.

მისი თქმით, ოჯახს უკავშირდებიან და მოლაპარაკებებზე წასვლას სთავაზობენ, თუმცა თავად მოლაპარაკებას არ აპირებს:

„ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის მუხლი ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ჩემი შვილი კინაღამ მოკლეს. მან [თავდამსხმელმა] უნდა აგოს პასუხი. მით უმეტეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავალთ".

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის გოგი თოფაძის შვილიშვილს ლევან თოფაძეს თავს დაესხნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაა დაკავებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S