
უხვმა ნალექმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
04/08/2020 05:27:12 რეგიონები
უხვმა ნალექმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქიამ პრობლემები შექმნა სოფელ მსხალგორში და ბაისუბანში.
დატბორილია სახლის პირველი სართულები და დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო სეტყვაც, თუმცა ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.