Accentnews.ge
ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

04/08/2020 07:28:35 სამართალი

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, ადვოკატის თქმით, მას ბრალდების კვალიფიკაცია შეეცვალა და ამ დროისათვის ბუსა ჟვანიას მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული.

"ლევან თოფაძემ დაზარალებულის სტატუსი გუშინ გვიან ღამით მიიღო, რასაც ჩვენ ვითხოვდით და შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ მიიღო. ვინაიდან ლევან თოფაძე სცნეს დაზარალებულად, შესაბამისად ჩვენ უფლება გვაქვს გავეცნოთ საქმის მასალებს. მე დღეს ჩავაბარე შესაბამისი განცხადება საქმის მასალების გაცნობაზე. პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ გავეცნობი საქმის მასალებს, ვნახავ რა მტკიცებულებებია ჩადებული. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, გიდასტურებთ, რომ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბუსა ჟვანიას ბრალი წაყენებული", – აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის: თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S