Accentnews.ge
ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ–ის საელჩოსთან აქციას მართავს: "გეჩოქებით, გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ტკივილი"

ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ–ის საელჩოსთან აქციას მართავს: "გეჩოქებით, გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ტკივილი"

04/08/2020 08:12:49 სამართალი, საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ.

ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

"მოვითხოვ ამ საქმეში FBI-ს ჩართულობას. მინდა, ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ, დედაა და მასაც ჰყავს შვილები, მინდა გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი ტკივილი, დედის ტკივილი, რომელსაც შვილი უმოწყალოდ, წვალებით, ტანჯვით, დაკრუნჩხული თითებით... აწამეს და ისე მოკლეს. გთხოვთ ქალბატონო კელი, გეჩოქებით, გულთან ახლოს მიიტანეთ ეს საქმე. აქ ვერ მივაღწიე მე სამართალს", – განაცხადა აქციაზე თეონა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, თუ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI არ ჩაერთვება, შიმშილობას დაიწყებს.

„საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას, ველოდები სამი დღის განმავლობაში. უკვე გაგზავნილია ოფიციალური წერილი, თუ არ მოხდება FB–ს ჩართულობა, მე, დედა დავჯდები და გამოვაცხადებ შიმშილობას“.

მანამდე მან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ გვერდში დაუდგნენ და აქციაში მონაწილეობა მიიღონ, რათა, მისი თქმით, მსოფლიომ მისი შვილის საქმის შესახებ გაიგოს.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S