
სააკაშვილი – ემიგრანტებს: „ახლა როგორც არასდროს დგას გადამწყვეტი მომენტი, რომ იღებდეთ ბილეთებს და მიდიოდეთ სამშობლოს გადასარჩენად“
20/06/2019 19:15:52 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ციტატა
„ხომ ხედავთ, რა ხდება? – გამოვიდა კალაძე, იცავს ივანიშვილს; გამოვიდა გახარია, უტიფრად რუსეთის აგენტი, ესვეერის ნომრიანი აგენტი, პუტინის მიერ ჩასმული და აქეთ ემუქრება ხალხს! პირცელ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აქცია არის მშვიდობიანი და ხალხი ძალიან მშვიდად იქცევა და ეს არ არის რომელიმე პარტიული მიტინგი, ეს არ არის ვინმეს მიერ ორგანიზებული: რუსთაველზე დგას ქართველი ხალხი, რომელიც ეგონა ივანიშვილს, რომ ბოლომდე დააჩმორა, მიწასთან გაასწორა, ბოლომდე შეაგუა იდეას, რომ საქართველო უნდა იყოს რუსეთი ჩამორჩენილი გაუბედურებული კოლონია, მაგრამ ქართველმა ხალხმა ხმა ამოიღო. ესენი კი [ხელისუფლება] იცავენ თავის კორუმპირებულ სქემებს, მოპარულ მილიარდებს. ხალხი კი იცავს საქართველოს. მეორე – მე მინდა, მოვიწოდო უცხოეთში მყოფ ქართველებს, რომლებმაც გაჭირვების გამო დატოვეს საქართველო, დაუყოვნებლივ ავიღოთ ბილეთები და ჩავიდეთ თბილისში იმიტომ, რომ ივანიშვილმა გამოგაძევათ ქვეყნიდან და ახლა საბოლოოდ გართმევთ საქართველოს, თავის გახარიასთან, კალაძესთან და სხვა ბანდიტებთან ერთად. ახლა როგორც არასდროს დგას გადამწყვეტი მომენტი, რომ იღებდეთ ბილეთებს და მიდიოდეთ სამშობლოს გადასარჩენად, ნათესავების დასახმარებლად და მშვიდობიანი გზით ამ ჭირის – ივანიშვილის, ამ კოლონიური რეჟიმის მოსაშორებლად. საქართველო არის ოკუპირებული არა მხოლოდ რუსეთის მიერ, არამედ ოლიგარქის, მისი კოლონიალური რეჟიმის მიერ. ახლა მოქმედების დროა, ივანიშვილს აღარ უნდა მივცეთ საშუალება დაუძვრეს ქართველი ხალხის რისხვას, ერის გაღატაკებისთვის, ქურდობისთვის, ღირსების ბოლომდე ფექვეშ გათელვისთვის. აქ არავინ არ იბრძვის ძალაუფლებისთვის, მინდა, გითხრათ რომ საერთოდ არ მაინტერესებს ძალაუფლება ჩვენ ყველანი ვკარგავთ ჩენს ქვეყანას და ამას სჭირდება გადარჩება თქვენი იმედი მაქვს, ასევე მაქვს იმედი ჯანსაღი ძალების ქართულ სახლემწიფო აპარატში. უახლოეს საათებში ყველამ უნდა გავაკეთოთ მობილიზება, ვნახოთ უახლოესი რეისები თბილისზე და ისინი ვერ გაგიწევენ წინააღმდეგობას. დაეხმარეთ ქართველ ხალხს , საქრთველოს და მის მომავალს. ჩვენს ქვეყანაზე უარს ვერ ვიტყვით. აბა თქვენ იცით“.
აცხადებს საქართველოს ექს–პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.