Accentnews.ge
"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის დეშიფრაცია დასრულდა"

"თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის დეშიფრაცია დასრულდა"

04/08/2020 08:52:44 სამართალი

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასრულდა 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერის კლონირება და დეშიფრაცია. როგორც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, იგი ექსპერტებთან ერთად გაეცნობა მიღებულ შედეგებს.

„კლონირება დასრულებულია, დეშიფრაცია მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, ისიც დასრულდა. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელია, რომ ის ფაილები აღდგენილიყო, რომლის წაკითხვაც არის სავალდებულო და რომლის წაკითხვის შედეგად გვეცოდინება, თუ რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას პერსონალურ კომპიუტერში. ვნახავთ ეხლა, ექსპერტებთან ერთად გავივლით და ყველაფერი გვეცოდინება - იყო შეღწევა, რა ინფორმაცია ინახებოდა, რა ფაილებია“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S